გაკვეთილის გეგმა

                                   






                                   პ რ ო ე ქ ტ ი

პროექტის თემაოქროს საწმისი - მითი თუ სინამდვილე?
 მთავარი პრობლემამოსწავლეებს უჭირთ ქართული და უცხოური კულტურის ურთიერთგავლენის გააზრება,დისციპლინათშორისი კავშირების დანახვა და მასალის ერთ მთლიანობად მოაზრება.
პროექტის აქტუალობამოსწავლეები შეიძენენ ცოდნას ქართული და უცხოური კულტურის ურთიერთგავლენის შესახებ,დაამყარებენ კავშირს საგნებს შორის, გამოუმუშავდებათ უნარი პრობლემის იდენტიფიკაციის,გადაჭრის გზების ძიების,მიგნების და განხორციელების.მუშაობის პროცესი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში კვლევითი,თანამშრომლობითი ,შემოქმედებითი და საკომუნიკაციო უნარების განვითარებას.მოეჩვევიან ანალიზს,კრირიკულ აზროვნებას,რასაც გამოიყენებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში. 
პროექტის მიზნები
  • ისტორიაIX.7.მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ქართული კულტურის სხადასხვა დარგის ჩამოყალიბებისა და განვითარების შესახებ.
  • მსჯელობს ყველაზე მნიშვნელოვან ქართული და უცხო კულტურის ურთიერთობისა და ურთიერთგავლენის შესახებ.განიხილავს ერთ კონკრეტულ მაგალითს,მაგ.ურთიერთობა ბერძნულ სამყაროსთან.
  • ინფორმაციის მოპოვების,კლასიფიკაციის,საქმიანობის ორგანიზების,კვლევითი,თანამშრომლობითი და საკომუნიკაციო უნარების განვითარება.
  • საგანთაშორისი კავშირის დამყარება.
  • ისტის გამოყენება საკითხის დამუშავებასა და პროდუქტის შექმნა-წარდგენაში. 
შეფასებაის საგანი და პროცედურებიდაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი შეფასებისას იქნება:
  1. პროექტის განხორციელების პროცესი
  2. ისტ-ის გამოყენება თემის დამუშავებას, პროდუქტის შექმნასა და პეზენტაციის დროს.
  3. პროექტის პროდუქტის პრეზენტაცია.
 შეფასება-მოსწავლეთა თვითშფასება 3.2.1 სტრატეგიით და პრეზენტაციის შეფასება აუდიტორიის მიერ.
წინასწარი ცოდნამოსწავლეებმა იციან ბერძნული სამყაროს შესახებ,პოლისები და პოლისების მმართველობის ფორმების შესახებ.
აქვთ უნარი ინფორმაციის მოპოვების ,კლასიფიცირების,ანალიზის,კრიტიკული აზროვნების და თანამშრომლობის.
მონაწილეთა ასაკიმე-9 კლასი
ვადები/ხანგრძლივობა2 კვირა
მოსალოდნელი შედეგები/
პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას
  • ისტორიაIX.7.მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ქართული კულტურის სხადასხვა დარგის ჩამოყალიბებისა და განვითარების შესახებ.
  • მსჯელობს ყველაზე მნიშვნელოვან ქართული და უცხო კულტურის ურთიერთობისა და ურთიერთგავლენის შესახებ.განიხილავს ერთ კონკრეტულ მაგალითს,მაგ.ურთიერთობა ბერძნულ სამყაროსთან.
  • ინფორმაციის მოპოვების,კლასიფიკაციის,საქმიანობის ორგანიზების,კვლევითი,თანამშრომლობითი და საკომუნიკაციო უნარების განვითარება.
  • საგანთაშორისი კავშირის დამყარება.
  • ისტის გამოყენება საკითხის დამუშავებასა და პროდუქტის შექმნა-წარდგენაში. 
  • სლაიდ შოუს შექმნა.
  •  მოსწავლეები შექმნიან კედლის გაზეთს და გააკეთებენ პრეზენტაციას.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსებიკომპიუტერი,ინტერნეტი,ფორნატი,თაბახის ფურცლები,მარკერები,პრინტერი,რუკა,ვიზუალური მასალა,ტექსტის ფრაგმენტები (აპოლონიუს როდოსელის „არგონავტიკა“,ევრიპიდეს „მედეა“) საქართველოს ისტორია ბავშვებისათვის.2011წ.
პროექტის მსვლელობა
(ძირითადი აქტივობები)
ა ქ ტ ი ვ ო ბ ა 1 . თემის შერჩევა.  დღე1.
ა ქ ტ ი ვ ო ბ ა 2 . საპროექტო ჯგუფის ჩამოყალიბება.  დღე1.
ა ქ ტ ი ვ ო ბ ა 3 .პროექტის გეგმის შემუშავება და  შემდეგი ფუნქციების გადანაწილება ჯგუფში:ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში,ინფორმაციის დამუშავება ტექსტებში,ფოტო მასალის მოძიება,მოძიებული იფორმაციის ანალიზი.  დღე2-5.
ა ქ ტ ი ვ ო ბ ა 4 .შუალედური შეხვედრა. დღე 6.
ა ქ ტ ი ვ ო ბ ა 5 .კონსულტაცია ხელოვნების მასწავლებელთან. დღე7.
ა ქ ტ ი ვ ო ბ ა 6 .კონსულტაცია გეოგრაფიის მასწავლებელთან. დღე7.
ა ქ ტ ი ვ ო ბ ა 7. შუალედური შეხვედრა. დღე8.
ა ქ ტ ი ვ ო ბ ა 8. პროდუქტის მომზადება-სლაიდ შოუ.დღე 8-9.
ა ქ ტ ი ვ ო ბ ა 9. პროდუქტის მომზადება.(კედლის გაზეთი). დღე 10-11.
ა ქ ტ ი ვ ო ბ ა 10. პრეზენტაცია. დღე13.
ა ქ ტ ი ვ ო ბ ა11 .პროექტის შემაჯამებელი შეფასება მოსწავლეთა თვითშეფასება 3.2.1. სტრატეგიით. დღე13.
პროექტის პრეზენტაციის შეფასება აუდიტორიის მიერ,მისაღწევი შედეგების მიხედვით,რომელიც მასწავლებლის მიერ თვალსაჩინოდ იქნება წარმოდგენილი პროექტორის გამოყენებით.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
  ხელოვნება,გეოგრაფია.
  • მსჯელობს ყველაზე მნიშვნელოვან ქართული და უცხო კულტურის ურთიერთობისა და ურთიერთგავლენის შესახებ.განიხილავს ერთ კონკრეტულ მაგალითს,მაგ.ურთიერთობა ბერძნულ სამყაროსთან.
პროექტის ფასილიტატორისვეტლანა კერესელიძე,svetakereselidze@gamil.com




               გაკვეთილის   გ ეგ მ ა



გაკვეთილის გეგმავინ იყო ალექსანდრე მაკედონელი?
სწავლების საფეხურისაბაზო  
კლასიVII
მოსწავლეთა პროფილი17 მოსწავლე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების 1 მოსწავლე
გაკვეთილის აქტუალობამოსწავლეები  შეძლებენ დააკავშირონ ფაქტები დააკავშირონ ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ  ეპოქასთან.
მოსწავლეები შეძლებენ სივრცეში ორიენტირებას.
მოსწავლეები შეზლებენ იმსჯელონ პიროვნების როლზე ქვეყნის ისტორიაში.
გამოუმუშავდებათ უნარ-ჩვევები.(ინფორმაციის მოპოვების ,ანალიზის,კლასიფიცირების,რუკაზე მუშაობის).
მიზნები და შედეგებიშედეგი 1 .მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ისტორიული ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ  ეპოქასთან.
შედეგი 2 .მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს სხვადასხვა ქვეყნის,ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარისა და გეოგრაფიული ობიექტის მდებარეობა რუკაზე.
შედეგი 4 . მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს პიროვნების როლზე ქვეყნის ისტორიაში.
უნარების(ინფორმაციის მოპოვების,კლასიფიცირების, ანალიზის, კრიტიტიკული აზროვნების,საკუტარი აზრის ფორმირების, მსჯელობის,თანამშრომლობის) განვითარება.
სპეციალური  საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლე დაასახელებს  რამდენიმე ფაქტს,დაალაგებს თანმიმდევრობით. რუკაზე  შემოხაზავს  სახელმწიფოს საზღვარს.1-2  წინადადებით  გამოხატავს  თავის  შეფასებას  საკითხისადმი.

წინასწარი ცოდნა
აქამენიანთა სპარსეთის  ისტორია, ბერძენ-სპარსეთის  ომების მიზეზები, მსვლელობა, შედეგი.
მოსწავლეებს აქვთ  ტექსტზე და რუკაზე მუშაობის უნარ-ჩვევა.
შეფასების  საგანი და პროცედურებიდაკვირვებისა და ანალიზის  ობიექტი  შეფასებისას იქნება  ფაქტობრივი მასალის ცოდნა, რუკაზე მუშაობა, ,საწინააღმდეგო  მოსაზრებების  განხილვა (შეფასების რუბრიკა  თან ახლავს  გეგმას)
სასწავლო მასალა და  ტექნიკური  რესურსისახელმძღვანელო, რუკა, ცნების რუკა, დროის პარადიგმა, სამუ შაო ფურცლები,  კომპიუტერი ,პროექტორი, სლაიდ-შოუ     ,პრეზენტაცია.











გაკვეთილის

მსვლელობა
აქტივობა 1.
გაკვეთილს  ვიწყებ შეკითხვით- ვინ იყო ალექსანდრე  მაკედონელი?  მოსწავლეთა  პასუხებს  ვაფიქსირებ  ასოციაციურ  რუკაზე. შემდეგ  ვეკითხები- რა  სურთ  იცოდნენ  თემასთან დაკავშირებით? პასუხებს  ვაფიქსირებ  განსხავებული  ფერით.
მოსწავლეთა  ორგანიზება-  მთელი კლასი, დრო-3წთ.
აქტივობა 2.
მოსწავლეებს ვაცნობ გაკვეთილის მიზანს (თვალსაჩინო ადგილზეა  გამოკრული)
ვატარებ  მინი-ლექციას ალექსანდრე  დიდის  ეპოქაზე,  პრეზენტაციას.
მოსწავლეთა ორგანიზება--მთელი კლასი.  დრო-7წთ.
აქტივობა 3.
ტექსტზე  მუშაობა
მოსწავლეები  აკეთებენ  აღწერით  პარადიგმას,შემდეგ  მოვლენებსა და ფაქტებს  ალაგებენ თანმიმდევრობით.
 მ ოსწავლეთა ორგანიზება-ინდივიდუალური. დრო-5წთ.
აქტივობა 4. -თამაში
კითხვა-პასუხი(რა?  სად?  როდის?)
მოსწავლეთა  ორგანიზება-მთელი კლასი.დ.რო-5წთ.
აქტივობა 5
რუკაზე  მუშაობა (კითხვებზე  პასუხი)
 მოსწავლეთა  ორგანიზება -ინდივიდუალური. დრო-3წთ.
აქტივობა 6.
რუკის ანალიზი.(რუკის მიხედვით  ისტორიული ვითარების გაანალიზება)
მოსწავლეთა ორგანიზება--მთელი კლასი. დრო-2წთ.
აქტივობა 7
კლასს  ვყოფ  3 ჯგუფად, ვთხოვ ჯგუფური მუშაობით  გაიაზრონ  ალექსანდრე  მაკედონელის მოღვაწეობის დადებითი და უარყოფითი  შედეგები  და შეაფასონ  მისი როლი მსოფლიო ისტორიაში.
მოსწავლეთა ორგანიზება- ჯგუფური. დრო -6 წთ.
აქტივობა 8.
დისკუსია  დრო-6წთ.            მოსწ.ორგანიზება-მთ.კლ
აქტივობა 9.
შეჯამება2წთ
შეფასება.5წთ
საშინაო  დავალების მიცემა   1წთ




                                                            შეფასების სქემა




შეფასების კრიტერიუმები1-45-67-89-10
ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების დაკავშირება  შესაბამის ისტორიულ ეპოქასთანმოსწავლე ცდილობს  დააკავშიროს  ისტორიული  ფაქტები  შესაბამის ისტორიულ ეპოქასთან, მაგრამ ძირითადად აკეთებს  შეცდომით.
ფაქტებს და მოვლენებს  ვერ ალაგებს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით
მოსწავლე  აკავშირებს ისტორიულ ფაქტებს და მოვლენებს შესაბამის  ისტორიულ  ეპოქასთან ხარვეზებით. ქრონოლოგიურ თანმიმდევრობას აკეთებს შეცდომით.მოსწავლე აკავშირებს ისტორიულ ფაქტებს და მოვლენებს შესაბამის ისტორიულ ეპოქასთან  მცირე ხარვეზით.
ფაქტებს და მოვლენებს ალაგებს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით,ერთეულ  შემთხვევაში უშვებს შეცდომას.
მოსწავლე აკავშირებს ისტორიულ  ფაქტებს და მოვლენებს შესაბამის ისტორიულ ეპოქასთან. ფაქტებს და მოვლენებს ალაგებს ქრონოლოგიური თ-ანმიმდევრობით.
რუკაზე მუშაობა-რუკის ლეგენდის  გამოყენებით კითხვების შესაბამისი  იფორმაციის  ამოღებამოსწავლეს შეუძლია სახელმწიფოს საზღვრების შემოხაზვა,ვერ ერკვევა  რუკის ლეგენდაში.მოსწავლე ერკვევა რუკის ლეგენდაში,მაგრამ ვერ ახერხებს  კითხვების შესაბამისად ინფორმაციის ამოღებას.მოსწავლე  შეუძლია  რუკის წაკითხვა. ახერხებს  კითხვების შესაბამისად  ინფორმაციის ამოღებას. უშვებს შეცდომებს.მოსწავლეს შეუძლია  ლეგენდის მიხედვით რუკის წაკითხვა. კითხვების შესაბამისად ინფორმაციის ამოღება.
საწინააღმდეგო  მოსაზრებების განხილვანახსენებია საწინააღმდეგო მოსაზრება, მაგრამ  არ არის ახსნილიგანხილულია საწინააღმდეგო მოსაზრების მიზეზი  დაუსაბუთებლადგანხილულია საწინააღმდეგო მოსაზრება ფაქტებზე დაყრდნობით, აკლია დამაჯერებლობაამომწურავა
განხილულია საწინააღმდეგო მოსაზრებები დასაბუთებულია


Комментариев нет:

Отправить комментарий